სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა სამეურვეო საბჭოს ხუთმა წევრმა, წინააღმდეგი იყო ქეთი მსხილაძე, ირინა ფუტკარაძემ თავი შეიკავა.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის ბიუჯეტის პარამეტრები ასეთია:

01.01.2018-31.12.2018 პერიოდისთვის სამეურვეო საბჭო 657,645 ლარი (ხაზინა);

12,000 (ლარი) ბანკი – 669,645 ლარი

გენ. დირექტორის აპარატი და დაქვემდებარებული სამსახურები – 1,543,140 ლარი (ხაზინა);

22,400 ლარი (ბანკი) – 1,565,540 ლარი ახალი და მიმდინარე ამბები 12,898,103 ლარი (ხაზინა);

2,157,530 ლარი (ბანკი) – 15,055,633 ლარი მედიისა და კომუნიკაციის ბლოკი – 4,396,484 ლარი (ხაზინა);

556,089 ლარი (ბანკი) – 4,952,573 ლარი მედიაწარმოების ბლოკი – 7,604,222 ლარი (ხაზინა);

1,073,403 ლარი (ბანკი) – 8,677,625 ლარი წარმოება და ტექ. უზრუნველყოფის ბლოკი – 10,046,766 ლარი (ხაზინა);

634,199 ლარი (ბანკი) – 10,680,965 ლარი ადმინისტრაციისა და ფინანსების ბლოკი – 6,459,974 ლარი (ხაზინა), 121,223 ლარი (ბანკი) – 6,581,197 ლარი სხვა გადასახდელები – 1,036,667 ლარი (ხაზინა);

1,035,733 ლარი (ბანკი) – 2,072,400 ლარი მთლიანი ბიუჯეტი: 44,643,000 ლარი (ხაზინა); 5,612,577 ლარი (ბანკი) – 50,255,577 ლარი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018 წლის ბიუჯეტი დათქმებით მიიღეს, რომელიც ტექნიკურ და ფინანსურ განმარტებებს მოიცავს.

სამეურვეო საბჭოს წევრები დაინტერესდნენ პირველი არხის ევროპის ბიუროს საკითხით. ბორდის წევრებმა მოითხოვეს, მენეჯმენტმა წარმოადგინოს გრძელვადიანი სტრატეგია, როგორ უნდა გაშუქდეს უცხოეთის სიახლეები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა განმარტა, რომ ევროპის ბიუროს კი არ ხურავენ, არამედ აძლიერებენ უცხოეთის გაშუქების მიმართულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ შერჩეული იქნება რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომელიც თბილისიდან ევროპის ქალაქებში გრძელვადიანი ან მოკლევადიანი მივლინებით გაემგზავრება.

დატოვე კომენტარი