სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა
სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხსა და წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის [ჯამში, 31,560 ღერი სიგარეტი] შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.

„საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.