სამეგრელოში საკარანტინო ზონაში მყოფთა რიცხვი გაიზარდა

10:59, 09.06.2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში კარანტინში მყოფთა რიცხვი გაიზარდა. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 75 პირია.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში 41 პირია თვითიზოლაციაში.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 37 ტესტი ჩატარდა, ყველას პასუხი უარყოფითია.

მსგავსი