სამეგრელოში, მცირეწლოვანმა ბავშვმა აფეთქების შედეგად მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა 
სამეგრელოში, მცირეწლოვანმა ბავშვმა აფეთქების შედეგად მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა 

სამეგრელოს რეგიონში მომხდარი შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანმა ბავშვმა მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა.

პირველი არხის ინფორმაციით, ბავშვი საავადმყოფოში ამპუტირებული კიდურით შეიყვანეს.

სავარაუდოდ, ბავშვს ხელში ფეთქებადი ნივთიერება ამონალი აუფეთქდა.

მომხდარის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.