სამეგრელოში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
სამეგრელოში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა.

სოფლის მეურნეოების სამინისტროს ინფორმაციით, ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1.410.000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.

ფერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა სოფლისა და სოფლლოკოკინების ფერმაის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორ ოთარ შამუგიასთან ერთად დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

უწყების ინფორმაციით, ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია ხდება საექსპორტო ბაზრებზე, ძირითადად იტალიაში, იგეგმება ადგილობრივ ბაზარზე გასვლაც. საწარმოში 10 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.