სამეგრელოში კორონავირუსზე ორი ადამიანის პასუხს ელოდებიან
სამეგრელოში კორონავირუსზე ორი ადამიანის პასუხს ელოდებიან

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას თქმით, ანაკლიის საკარანტინო სივრცეში მყოფი ორი პირის ბიოლოგიური მასალა დღეს გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში.

​როგორც ნანა ოდიშარია ამბობს, პაციენტები სპორტსმენის კლასტერიდან არიან. მათ კარანტინის ვადა უმთავრდებათ, თუმცა ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლის გამო აუცილებელი გახდა მათი გამოკვლევა კორონავირუსზე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ერთი მათგანი წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან, არის, მეორე კი ზუგდიდის მკვიდრია.