სამეგრელოში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
სამეგრელოში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

სამეგრელოში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. აქედან ორი საბავშვო ბაღის ზუგდიდში, ორის სენაკში და ერთის ფოთში აშენდება. ახალი საბავშვო ბაღების პროექტების განხორციელება დევნილთა ჩასახლებებში მოხდება.

დაგეგმილი პროექტები დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს ვინსენტ დონტონს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

პროექტს დანიის ლტოლვილთა საბჭო, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღების მშენებლობასთან ერთად განხორციელდება სხვადასხვა პროექტები.

როგორც შეხვედრაზე ვინსენტ დონტონმა აღნიშნა, სამეგრელოში 100-მეტ დევნილ ოჯახს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში აუშენდება ახალი საცხოვრებელი სახლი.

ლევან შონიამ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებს რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების გამო მადლობა გადაუხადა და საბჭოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს, დევნილთა ჩასახლებებში არსებულ საჭიროებებზე ესაუბრა.