სამეგრელოში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა
სამეგრელოში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა

ძლიერი ხანძარია წალენჯიხა-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საზღვარზე. ჯაღრასა და სარაქონს შორის არსებული ჩაის გაველურებული პლანტაციები, ტუნგოს ხეები და ეკალბარდებს იწვის. ხანძარი თითქმის 20 ჰა მოდებული. ადგილზე ხუთი ერთეული სახანძრო ტექნიკა მუშაობს.

როგორც მუნიციპალიტეტებში აცხადებენ, ხანძარი საკმაოდ შორს არის დასახლებული პუნქტიდან და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის ქრობის პროცესს ძლიერი ქარი უშლის ხელს.

ხანძარი ამ ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. მანამდე კი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძრის ორი დიდი კერის ლოკალიზება მოხდა ნაკუფუსა და ფახულანში.