სამეგრელოში დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში სტიქიით მიყენებული ზიანის გამო, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
სამეგრელოში დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში სტიქიით მიყენებული ზიანის გამო, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

სამეგრელოში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის სამხარეო ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სტიქიის შემდეგ აღდგენითი სამუშაოების მონიტორინგს აწარმოებენ.

ძლიერმა ქარმა სოფელ კახათში ჩაის ყოფილი ფაბრიკისა და სოფელ ოქტომბერში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში საცხოვრებელი კორპუსის სახურავები დააზიანა. აღდგენითი სამუშაოები სტიქიის მეორე დღესვე დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ გასულ თვეში სოფელ კახათის ჩაის ყოფილი ფაბრიკის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში ვიზიტისას განაცხადა, რომ აღნიშნულ ნაგებობაში მცხოვრები დევნილები ბინებით 2019 წელს დაკმაყოფილდებიან.