სამეგრელოში 13 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
სამეგრელოში 13 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

ზუგდიდში, სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედის“ ლაბორატორიაში დღის განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან 13 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს.

„პრაიმედის“ ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის, ლელა ქაჯაიას განცხადებით, 13-ვე კვლევაზე პასუხი უარყოფითია.

„აღსანიშნავია, რომ სამეგრელოს რეგიონში შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა. ეს ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებიდანაც აშკარად ჩანს. ამ დრომდე ჩვენს ლაბორატორიაში 50-მდე პაციენტის ბიოლოგიური მასალაა გამოკვლეული და ყველაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. კვლევა, ძირითადად, იმ პაციენტებს უტარდებათ, რომლებიც ცხელების ცენტრებში არიან მოთავსებული. ასევე, ვატარებთ კვლევას საკარანტინო სივრცეში მყოფ ზოგიერთ პაციენტზე“, – აცხადებს ლელა ქაჯაია.

„პრაიმედის“ ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის განცხადებით, მალე დაიწყება კვლევა იმ რისკჯგუფებში, რომელთაც ჰქონდათ უშუალო სიახლოვე პაციენტებთან და აქტიურ სამუშაოებში იყვნენ ჩართული. ლელა ქაჯაია აცხადებს, რომ პირველ რიგში კვლევა ჩაუტარდებათ მედიკოსებს.