სამეგრელოს რეგიონში საკარანტინე ზონებად სასტუმროები „პალმ-ბიჩი“, „ანაკლია“ და „პრატაფსი“ შეარჩიეს
სამეგრელოს რეგიონში საკარანტინე ზონებად სასტუმროები „პალმ-ბიჩი“, „ანაკლია“ და „პრატაფსი“ შეარჩიეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულ პირთა რაოდენობა 67 მდე გაიზარდა.

ანაკლიაში საკარანტინო ზონებში არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მერთან ერთად გაეცნო. საკარანტინე ზონად, სადაც მოქალაქეები 14 დღიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან, სასტუმრო „პალმ-ბიჩი“, სასტუმრო „ანაკლია“ და განმუხურში სასტუმრო „პრატაფსი“ შეირჩა. ჯამში ანაკლია-განმუხურში 138 ნომერია, გარდა ამისა ორი საკარანტინე სივრცე 24 ადგილით მოწყობილია მესტიაში. ამჟამად ანაკლიაში კარანტინში 67 ადამიანი იმყოფება. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, სასტუმროებში მოთავსებული მოქალაქეებს სრული კომფორტი აქვთ. მათზე სისტემატიურად ხორციელდება სპეციალისტების მონიტორინგი.

საკარანტინო სივრცეების მომსახურე პერსონალს შესაბამისი გადამზადება ჩაუტარდა, პერსონალი აღჭურვილია შესაბამისი ეკიპირებით.

სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის მერთან ერთად საკარანტინე ზონებში არსებულ მდგომარეობას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელი ანზორ ქობალია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნანა ოდიშარია გაეცნენ.