სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსზე 23 ტესტიდან 19-ზე უარყოფითი პასუხია, ოთხის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი
სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსზე 23 ტესტიდან 19-ზე უარყოფითი პასუხია, ოთხის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი

სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხელების ცენტრებიდან და რუხის საავადმყოფოდან კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევაზე გაგზავნილი 23 ტესტიდან 19 უარყოფითია. დარჩენილი ოთხი პაციენტის ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

23 ტესტიდან 12 ჩატარდა კლინიკა „პრაიმედის“ ლაბორატორიაში, სადაც დღეს ანალიზები პირველად გამოიკვლიეს. დანარჩენი ნიმუშები ქუთაისში იყო გაგზავნილი.

ამჟამად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ არის.