სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 59 ზუგდიდში დაფიქსირდა
სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 59 ზუგდიდში დაფიქსირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე გამოკვლეული 276 ნიმუშიდან 93-ის პასუხი დადებითია.

აქედან 59 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 10 შემთხვევა ფოთში, შვიდი წალენჯიხაში. ასევე შვიდი შემთხვევაა ჩხოროწყუში, ექვსი სენაკში, სამი შემთხვევა გამოვლინდა ხობში, ერთი ოკუპირებული აფხაზეთის ტეროტორიიდანაა, მათი ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებს განეკუთვნება.

ამასთან, რუხის კლინიკაში მკურნალობს 119 კოვიდინფიცირებული, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა ცხრა პირი, მათ შორის ხუთი რუხის კლინიკიდან და ოთხი ფოთის კლინიკაში. რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში 174 ადამიანი იმყოფება.

ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ გაავრცელა.

დატოვე კომენტარი