სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 11 ზუგდიდში, ათი კი სენაკში დაფიქსირდა
სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 11 ზუგდიდში, ათი კი სენაკში დაფიქსირდა

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელის მალხაზ თორიას ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 11 ზუგდიდში დაფიქსირდა, მათგან ათი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტს განეკუთვნება.

მისივე თქმით, 10 შემთხვევა გამოვლინდა სენაკში, მათ შორის შვიდი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო სამის ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს.

გარდა ამისა, მალხაზ თორიას განმარტებით, ორი შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, ორი ხობში, ერთი კი ჩხოროწყუში. ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ჯამში 256 ნიმუშის კვლევა ჩატარდა.

„მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა თორიამ.

რაც შეეხება რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ამ დროისთვის იქ მკურნალობის კურსს გადის 96 კოვიდინფიცირებული, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 37 ინფიცირებული მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, საკარანტინო სივრცეში სულ 159 ადამიანი იმყოფება.

დატოვე კომენტარი