სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევიდან 89 ზუგდიდში დაფიქსირდა
სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევიდან 89 ზუგდიდში დაფიქსირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოვლენილი კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევიდან 89 ზუგდიდში დაფიქსირდა, 16 მესტიაში, სამი ჩხოროწყუში, ორი წალენჯიხაში, ასევე ორი შემთხვევა დადასტურდა სენაკში, ერთი ფოთში და ერთიც ხობში.

მათი ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებს განეკუთვნება.

ამასთან, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 123 კოვიდინფიცირებული, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 42 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 83 პაციენტი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 112 პირი.

ინფორმაცია სამხარეო ამინისტრაციამ გაავრცელა.