სამეგრელოს რეგიონში გაუპატიურების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

19:30, 22.07.2021

სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 21 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტზე სამართალდამცველებმა 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

მსგავსი