სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 88 ზუგდიდში დაფიქსირდა
სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 88 ზუგდიდში დაფიქსირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოვლენილი კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევიდან 88 ზუგდიდში დაფიქსირდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ათი შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, ცხრა ჩხოროწყუში, ექვსი ფოთში, ხუთი სენაკში, ერთი ხობში. მათი ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტს განეკუთვნება.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 133 ინფიცირებული, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა ათი პირი, მათ შორის ხუთი რუხის, ხუთი კი ფოთის კლინიკაში. რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში სულ 156 ადამიანი იმყოფება.