სამეგრელოს ორი სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ
სამეგრელოს ორი სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატას საჯარო სკოლაში, ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშისა და ჭითაწყაროს საჯარო სკოლებში, სადაც სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებსა და სკოლის ავტობუსის მძღოლებს „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ, სასწავლო პროცესი ამ დრომდე არ განახლებულა.

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, კახა ფარცვანიას თქმით, ცაიშის, ჭითაწყაროს საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს დღეს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ, პასუხები კი ხვალ გახდება ცნობილი.

ფარცვანიას ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, როდის განაახლებენ სასწავლო პროცესს აღნიშნული სკოლები.

რაც შეეხება ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატას საჯარო სკოლას, მერიაში განმარტეს, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი ორშაბათს განახლდება.