სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 55, კარანტინში კი 229 ადამიანი რჩება
სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 55, კარანტინში კი 229 ადამიანი რჩება

სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 55 ადამიანი იმყოფება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კარანტინში 229 ადამიანი რჩება, აქედან ყველაზე მეტი – 53 წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

მუნიციპალიტეტების მიხედვით მონაცემები კი ასეთია:

სენაკში – თვითიზოლაციაშია ხუთი პირი, კარანტინში არც ერთი

ზუგდიდი – თვითიზოლაციაშია 15, კარანტინში 89; აბაშა – თვითიზოლაციაშია 13, კარანტინში 11

ხობი – თვითიზოლაციაშია სამი, კარანტინში 16; ფოთი – თვითიზოლაციაშია 11, კარანტინში 15

მარტვილი – თვითიზოლაციაშია ცხრა, კარანტინში 29; ჩხოროწყუ – თვითიზოლაციაშია 0, კარანტინში 14

მესტია თვითიზოლაციაში არავინ იმყოფება, კარანტინში კი ორი პირია; ანაკლიის საკარანტინო სივრცეში 72 ადამიანი რჩება.