სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 395 ადამიანი რჩება
სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 395 ადამიანი რჩება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის დირექტორის, ნანა ოდიშარიას თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 395 ადამიანი რჩება.

რეგიონიდან სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში 95 ადამიანია გადაყვანილი. ნანა ოდაშარიას თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ საკარანტინო სივრცეში 97 ადამიანი იმყოფება.

რეგიონში კორონავირუსის ერთი დადასტურებული შემთხვევა გამოვლენილი.