სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე ხუთი პაციენტის პასუხს ელოდებიან
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე ხუთი პაციენტის პასუხს ელოდებიან

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე კვლევის მიზნით ხუთი ადამიანის სინჯია გაგზავნილი.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გამოსაკვლევ პირთა შორის მარტვილის კლინიკის ექიმიც არის, რომელიც გვიან ღამით კლინიკაში ცხელებით შეიყვანეს. ასევე სამი პაციენტი სენაკის კლინიკა „სენამედიდანაა“ და ერთი ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლიდან, რომელსაც პნევმონია აქვს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ამ დროისთვის ცხელების ორი ცენტრია, ფოთსა და სენაკში. თუმცა ცხელებით პაციენტებს რეგიონის ყველა საავადმყოფო მიიღებს და საჭიროების შემთხვევაში, სინჯებს ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან.