სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე გამოკვლეული 65 პირიდან 64-ს ვირუსი არ დაუდასტურდა, ერთი პასუხი დღეს გახდება ცნობილი

11:00, 01.05.2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან „კოვიდ-19“-ის ტესტირებაზე გაგზავნილი 65 ანალიზიდან 64-ის შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა. დღეს გახდება ცნობილი ერთი ნიმუშის პასუხი, რომელიც ფოთიდან არის გაგზავნილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 91 ადამიანია. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 173 პირია თვითიზოლაციაში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 30 აპრილს საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ჯარიმა არ დაწერილა.

მსგავსი