სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე ცხრა პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე ცხრა პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კარანტინში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა. ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრცეში ამ დროისთვის 92 პირია მოთავსებული. გუშინ აღნიშნულ საკარანტინო ზონაში 32 ადამიანი იყო. რაოდენობის გაზრდა სარფიდან მოქალაქეების ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში განთავსების გამო მოხდა.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 194 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია ჯამში მოეხსნა 843 მოქალაქეს.

ლუგარის ლაბორატორიაში რეგიონიდან გუშინ გაიგზავნა 23 ანალიზი, აქედან 14-ის პასუხი უკვე ცნობილია და უარყოფითია, ხოლო ცხრა ნიმუშზე პასუხს რამდენიმე საათში ელოდებიან.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ არის.