სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე ჩატარებული 55 ტესტიდან 38-ზე პასუხი უარყოფითია, 17 ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე ჩატარებული 55 ტესტიდან 38-ზე პასუხი უარყოფითია, 17 ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან კორონავირუსზე გაგზავნილი 55 ტესტიდან 38-ზე უარყოფითი პასუხია. დღეს 17 ტესტის პასუხი გახდება ცნობილი.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 92 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 189 პირია თვითიზოლაციაში.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, კერძოდ, საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის რეგიონში ერთი პირი დაჯარიმდა.