სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე 27 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე 27 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან დღეს კორონავირუსის კვლევაზე 27 ადამიანის ბიოლოგიური მასალა არის გაგზავნილი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა, ანზორ ქობალიამ განაცხადა.

როგორც ანზორ ქობალიამ განაცხადა, 11 ადამიანის ტესტირება მოხდება ზუგდიდში „პრაიმედის“ ლაბორატორიაში, ხოლო 16 გაიგზავნა ქუთაისში. მისივე ინფორმაციით, 27 ტესტიდან რვა სენაკის კლინიკა „არქიმედეს“ მედპერსონალია. ანზორ ქობალიას თქმით, ტესტირება მედპერსონალს პროფილაქტიკის მიზნით უტარდება.

„რამდენიმე დღეში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველა კლინიკის მედიკოსთა ტესტირება დაიწყება ეტაპობრივად. რაც შეეხება გუშინ გაგზავნილი ერთი პაციენტის ტესტს, პასუხი უარყოფითია“, – განაცხადა ანზორ ქობალიამ.