სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიტანეს

15:02, 14.03.2021

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ 3 100 ვაქცინა შეიტანეს.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში იქნება აცრისთვის განკუთვნილი პუნქტები. მათივე ცნობით, მზადყოფნა გამოთქვა 26-მა სამედიცინო დაწესებულებამ.

ხვალ აცრები დაიწყება ზუგდიდიდან. ზუგდიდში აცრას ჩაატარებენ „ევექსის“ კლინიკასა და „ევექსის“ ამბულატორიაში. რეგიონის მასშტაბით აიცრება ყველა ის მედპერსონალი, ვისაც განაცხადი შევსებული აქვს.

მსგავსი