სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 89 ინფიცირებული მკურნალობს. მათგან შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 29 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 21, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – ცხრა, აბაშის „ევექსის“კლინიკაში – შვიდი, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 23.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 124 პირი.