სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 16 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 16 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 16 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 162 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 50 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 41, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – ოთხი, აბაშის „ევექსის“კლინიკაში – 25, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 42.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 118 პირი.