სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 62, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 62, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 62 ინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონში არსებულ ოთხ კოვიდცენტრში მკურნალობს 265 პაციენტი, მათ შორის მძიმეა 15 პაციენტის მდგომარეობა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 149 კოვიდპაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40, აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში – 28 პაციენტი, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 48 პაციენტი.

ამასთან, ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული, აბაშის მკვიდრი, რომელიც ქუთაისის კოვიდკლინიკაში მკურნალობდა.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 64 ინფიცირებული.