სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 125 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„რუხის კლინიკაში იმყოფება 37 პაციენტი, ფოთის კლინიკაში 40, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – ხუთი, აბაშის „ევექსის“ კლინიკაში – 11. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 32.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 100 პირი“, – აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.