სამეგრელო ზემო-სვანეთში კორონავირუსის 60 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი
სამეგრელო ზემო-სვანეთში კორონავირუსის 60 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი.

სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 179 პაციენტი მკურნალობს, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 50 კოვიდინფიცირებული პაციენტი, სენაკის კლინიკა „სენამედში“ – 35, ფოთის კლინიკაში – 39, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 20,  აბაშის „ევექსის“კლინიკაში – 11, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ -24.

ბოლო 24 საათში რეგიონში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი.

საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 58 პირი.