სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 48 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 48 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 48 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 174 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 50 პაციენტი, სენაკის კლინიკა „სენამედში“ – 32, ფოთის კლინიკაში – 38, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 17, აბაშის „ევექსის“კლინიკაში – 14, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 23.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში 65 პირი იმყოფება.