სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 400 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 454, გარდაიცვალა სამი პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 400 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 454, გარდაიცვალა სამი პაციენტი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 400 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ადგილობრივ განყოფილებაში აცხადებენ, ახალი შემთხვევების უმეტესობა ადრე გამოვლენილი კოვიდინფიცირებულების კონტაქტები არიან. თუმცა, მათივე ცნობით, არის ინფიცირების უცნობი წყაროებიც. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგები კონტაქტების დასადგენად ღრმა ეპიდემიოლოგიურ კვლევებს ატარებენ.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გასულ 24 საათში სამი კოვიდდადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა. სამივე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი იყო. მათ თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ. რუხის საავადმყოფოში ამ დროისთვის 147 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. 64 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობის კურსს გადის 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა 454 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში იმყოფება სულ 119 ადამიანი.