სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 58 პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 58 პაციენტი

გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონის მასშტაბით გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევები. ექვს კოვიდცენტრში 226 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 79 კოვიდინფიცირებული, მათ შორის შვიდის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება „სენამედის“ კლინკას, აქ მკურნალობის კურსს გადის 35 პაციენტი, მათ შორის სამის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. ამასთან, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 17 კოვიდინფიცირებული რჩება, მათ შორის ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

დღევანდელი მონაცემებით, აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 22 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 33 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან 58 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 43 ადამიანი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ორი პაციენტი სენაკის კლინიკა „სენამედში“ გარდაიცვალა.