სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.

რეგიონის სამხარეო ადმინსტრაციის ინფორმაციით, ხუთ კოვიდცენტრში 100 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 46 პაციენტი, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 21, ფოთის კლინიკაში – 22, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 5, აბაშის „ევექსის“ კლინიკაში – 21.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 87 პირი.

დატოვე კომენტარი