სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 30 პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 30 პაციენტი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 30 პაციენტი, ერთი კი გარდაიცვალა.

რეგიონის სამხარეო ადმინსტრაციის ექვსკოვიდცენტრში 142 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 13-ის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 49, სენაკის კლინიკა „სენამედში“ –  20, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 18, ფოთის კლინიკაში – 32, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 15, აბაშის „ევექსის“ კლინიკაში – 8.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 141 პირი.