სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 354 პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 354 პაციენტი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 264 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 354 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.

რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 297 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 28 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში 132 ინფიცირებულია მოთავსებული, მათ შორის საშუალო სიმძიმის – 85, ხოლო ხუთი მძიმე პაციენტია.

სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 39 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა.

ფოთის კლინიკაში 32 პაციენტი მკურნალობს, მათგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულია 29 კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელთაგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

აბაშის „ევექსის“ კლინიკაში 28 ინფიცირებულ მკურნალობს, ხოლო სენაკლის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 37.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ქუთაისის კოვიდკლინიკაში მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 64 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა.

ასევე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ფოთში მცხოვრები, 58 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.