სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 163 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:14, 20.04.2021

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 163 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი.

ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ ოთხ კოვიდცენტრში  267 პაციენტი მკურნალობს, 15 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 155 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40, აბაშის „ევექსის“კლინიკაში – 24, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“- 48.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება შვიდი ინფიცირებული.

მსგავსი