სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 90 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 90 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 90 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 227 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 110 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40, აბაშის „ევექსის“კლინიკაში – 27, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 50.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 98 პირი.