სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 145 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 179 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 145 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 179 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 145 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 179 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 228 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 14 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 77 პაციენტი, სენაკის კლინიკა „სენამედში“ – 39, ფოთის კლინიკაში – 40, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში -14, აბაშის „ევექსის“ კლინიკაში – 25, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 33.

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 45 ადამიანი.