სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 82 პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 82 პაციენტი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 82 პაციენტი, ერთი კი გარდაიცვალა.

რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის ექვს კოვიდცენტრში 121 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ცხრა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 45, სენაკის კლინიკა „სენამედში“ – 12, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 15, ფოთის კლინიკაში – 32, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 10, აბაშის „ევექსის“ კლინიკაში – 7.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 99 პირი.