სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 42 პაციენტი, ორი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონში არსებულ ოთხ კოვიდცენტრში 276 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 159 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40, აბაშის „ევექსის“კლინიკაში – 27, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 50.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება ცხრა ინფიცირებული პირი.