სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 73 პაციენტი, ორი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონში არსებულ ხუთ კოვიდცენტრში 272 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 21-ის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 138 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40, აბაშის „ევექსის“ კლინიკაში – 28, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 54, სენაკის „სენამედში“ – 12.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 11 ინფიცირებული პირი.