სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა  63 პაციენტი, ერთი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონში არსებულ ოთხ კოვიდცენტრში 276  პაციენტი მკურნალობს, მათგან 21-ის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება148 პაციენტი, ფოთის კლინიკაში იმყოფება – 40, აბაშის „ევექსში“ – 28, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 60.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 12 ინფიცირებული პირი.