სამეგრელო-ზემო სვანეთში კარანტინში მყოფთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, თვითიზოლაციაში რჩება 140 მოქალაქე

11:19, 20.04.2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კარანტინში მყოფ ადამიანთა რიცხვი გაიზარდა და დღევანდელი მონაცემებით 50-ს შეადგენს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ოდიშარიამ განუცხადა.

მისი თქმით, რეგიონში თვითიზოლაციაში რჩება 140 ადამიანი. თვითიზოლაცია უკვე მოეხსნა 836 ადამიანს.

რეგიონიდან ქვეყნის სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში 301 პირი იმყოფება.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ამ დროისთვის არც ერთი პაციენტი არ ჰყავთ.

მსგავსი