სამეგრელო-ზემო სვანეთში კარანტინში მყოფ პირთა რიცხვი 40-მდე, ხოლო თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა 131-მდე შემცირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში კარანტინში მყოფ პირთა რიცხვი 40-მდე, ხოლო თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა 131-მდე შემცირდა

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფ პირთა რაოდენობა ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა და დღეს იქ მხოლოდ 40 ადამიანია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ოდიშარიამ მიაწოდა.

მისი თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რიცხვი დღევანდელი მონაცემებით 131 შეადგენს. 830 მოქალაქეს ვადის გასვლის გამო ​თვითიზოლაცია უკვე მოეხსნა.

რეგიონიდან ქვეყნის სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში 299 ადამიანია გადაყვანილი.