ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 61 პირი რჩება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 61 პირი რჩება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 61 პირი იმყოფება.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 308 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 1009 მოქალაქეს.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 266 პირის ნიმუშზე გაკეთდა ანალიზი, ყველა უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.