სამეგრელო-ზემო სვანეთში, კარანტინის ზონაში 51 მოქალაქე რჩება
სამეგრელო-ზემო სვანეთში, კარანტინის ზონაში 51 მოქალაქე რჩება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის საკარანტინო სივრცეებში 51 მოქალაქე რჩება.

111-მდე შემცირდა რეგიონში თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი. თვითიზოლაციის პერიოდის გასვლის გამო ზედამხედველობა 788 ადამიანს მოეხსნა.

ამასთან, ცენტრის ინფორმაციით, რეგიონიდან ქვეყნის სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში 298 ადამიანი არის გადაყვანილი.

ასევე, დღეს გახდება ცნობილი კორონავირუსზე კვლევის მიზნით, ლუგარის ლაბორატორიაში ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფი ერთი ადამიანის ტესტის პასუხი.