სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოკვლეული 604 ნიმუშიდან ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოკვლეული 604 ნიმუშიდან ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე 604 ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. ორი მათგანი დადებითია და ორივე ე.წ. საბერიოს კლასტერს მიეკუთვნება.

რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

„ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულია 604 ნიმუში. აღნიშნული ნიმუშებიდან ორი არის დადებითი, კოვიდინფიცირებული. ორივე ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან. 604 ნიმუშიდან 45 იყო ე.წ. საბერიოს კლასტერი. რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 250 ადამიანი“, – აცხადებს მალხაზ თორია.