სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 84 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა 
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 84 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა 

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათი უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტებია. ინფიცირების უცნობი წყაროების დასადგენად ეპიდემიოლოგები ღრმა კვლევებს ატარებენ.

რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 225 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 17-ის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 67 კოვიდინფიცირებული, მათ შორის შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. ფოთის ჰოსპიტალში 40 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება სენაკის კლინიკა „სენამედს“, აქ  მკურნალობის კურსს გადის 37 კოვიდინფიცირებული, მათ შორის სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. ამასთან, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 14 ინფიცირებული რჩება, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 27 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, ხოლო სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 40 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 84 პაციენტი. რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 21 პირი.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.